Friday, June 13, 2014

ტანგო



ცეკვა არის ტანის რიტმული მოძრაობა ან მდგომარეობა, რომელიც ჩვეულებრივ მუსიკის თანხლებით სრულდება. საცეკვაო ხელოვნება ხალხური შემოქმედების ერთ-ერთი უძველესი გამოვლინებაა.





ჩემი ფავორიტი

მომინდა დამეწერა აი ამ ნაქარგზე, თუ როგორ მიყვარს და განსაკუთრებულია ჩემთვის. ვნერვიულობდი ამ სილამაზეს სანამ შევქმნიდი, არ მინდოდა რამე შემშლოდა და ისე არ გამეკეთებინა როგორც საჭიროა, მაგრამ მგონი გამომივიდა. <3



Monday, June 9, 2014

პატარა ფეხსაცმელები :)

უბრალოდ მომინდა დამეწერა ჩემს ბლოგზე ეს მოკლე ისტორია, რადგან აქ მოთხრობილია ჩემი კავშირის შესახებ აფხაზეთთან.  იმ საოცნებო მხარესთან, რომელიც ქართველი ხალხის ტკივილს წარმოადგენს.

პატარა ფეხსაცმელები 

იმ დროს, როცა ცხელი ტყვიები საქართველოს გულში ხვდებოდა, როცა შემზარავი, გამაყრუებელი ხმები ჩვენს გულებს აწყლულებდა, ქართულ მიწაზე პატარები იბადებოდნენ და მომავლის ანგელოზებად ევლინებოდნენ ქვეყანას. ეს იყო 1992 წელი, ერთ-ერთი ავადმოსაგონარი წელი ქართველი ერის ისტორიაში. ეს გახლდათ ის დრო, როცა ყველა ადამიანი, ყველა გულმტკივნეული ქართველი, რომელსაც ბრძოლა შეეძლო, რომელსაც ძალა ერჩოდა ბრძოლის ველზე იდგა და საკუთარ მიწა-წყალს იცავდა, იცავდა დღეს უკვე მონატრებად ქცეულ, ზოგისათვის სიზმრებში გაცოცხლებულ, ზოგისათვის კი მიუწვდენელ ოცნებას. საკუთარი მიწიდან დევნიდნენ ქართველებს. მათ ნაშრომს, მატერიალურ სიმდიდრეს, წვითა და დაგვით შექმნილს მტერი ურცხვად, დაუნდობლად ქელავდა. გმინავდა, კვნესოდა, შველას ითხოვდა აფხაზეთის ტანჯული მიწა, გმინავდა ისე, როგორც საომრად წასული ვაჯკაცის დედა. სიცოცხლის ანკარა წყარო სისხლმა შეცვალა. ბრძოლის ქარცეცხლში გახვეული ქართველი ვაჯკაცები მაინც არ დრკებოდნენ, ამაყად იდგნენ და სიცოცხლის ბოლო წუთამდე იბრძოდნენ, იბრძოდნენ, რათა დაეცვათ წინაპართა სისხლით გაჟღენთილი მშობლიური მიწა. მთები ნისლში იძირებოდა და ბნელ წიაღში იკვანძებოდა საქართველოს ბედი, რომლის ამომცნობი არავინ აღმოჩნდა. ტკივილის ფონზე სიყვარული უფრო კაშკაშებს, უფრო ელვარებს და გატკბობს.
          გაზაფხულის მშვენიერ დღეს, როცა მზის სხივები ირგვლივ იფრქვეოდა, ბუნება იღვიძებდა, რომელიც თითქოს გრძნობდა ქვეცნობიერ ტკივილს, რაღაცას განიცდიდა, რაღაცას დარდობდა. 1992 წლის 8 აპრილს ქართულ მიწაზე, ჩვეულებრივ ქართულ ოჯახში დაიბადა ნანატრი გოგონა, რომელიც ყველასათვის პირველი სიხარული იყო და პირველ მერცხალს ეძახდნენ. პატარა არსება ოჯახს ახალისებდა, მაგრამ ამ სიხარულს აფერმკრთალებდა უთანასწორო ომის ქარცეცხლი, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა ხალხის, ქვეყნისა და უცოდველი პატარა ანგელოზების ბედი. ოჯახის ვაჯკაცები სამშობლოს იცავდნენ, პირველი ძმისშვილის დაბადება მათთვის უბედურების დამვიწყებელი აღმოჩნდა. ბიჭებს სახლისაკენ მოუწევდათ გული, რათა პატარა ენახათ, მაგრამ ახლა უპირველესი მისი და ჩვენი მოზარდების დაცვა იყო. ამ საქმის ღალატი ხომ წარმოუდგენელი გახლდათ, ამიტომ სახლში დაბრუნებაზე ფიქრი უცებ გაქრა მათი გონებიდან. ერთ დღეს, ბრძოლის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე უფროსი ბიძა თანამებრძოლებთან ერთად ქალაქში გავიდა. თავისი მცირეოდენი თანხით და ერთი მეგობრის დახმარებით ძმისშვილისათვის პატარა ფეხსაცმელები შეიძინა და სათუთად უბეში შეინახა. როცა ქართველ მეომრებს შეუერთდა და ბრძოლის ქარცეცხლში ჩაება, მისი ნაწილი დაატყვევეს, შემდეგ კი ყველანი ოფიცერთან მიიყვანეს. მშობლიურ მიწაზე ქურდებივით გაჩხრიკეს ჩვენი გმირები, რომელთაც გული საქართველოს სიყვარულით უძგერდათ. ქართველ მებრძოლს უბეში პატარა ბავშვის ფეხსაცმელები აღმოუჩინეს და თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდათ. ახალგაზრდა ოფიცრის მრისხანე თვალები სითბომ დაიმორჩილა, თითქოს მისი გული მოლბა და ქართველი მებრძოლი თავისთან მიიწვია. ფეხსაცმელები ხელში აიღო, აკოცა და დალოცა ის, ვისაც ეს საჩუქარი ეკუთვნოდა. მან მხოლოდ ეს ერთადერთი ადამიანი გაათავისუფლა ტყვეობიდან, ხოლო სხვა მებრძოლთა ამბავი ჩემთვის უცნობია, ვინ იცის სად წაიყვანეს და რა ბედი ეწიათ. წლების შემდეგ ბიძა იხსენებს, რომ იმხელა ადამიანობა დავინახე ამ ოფიცერში ვერ ავღწერ, მასაც ჰქონია გრძნობები, ასეთი სასტიკი კაცი უმწეო ბავშვს დაემსგავსა. ოფიცერმა უცნობ პატარას კარგი მომავალი უსურვა. დიახ, მასაც გული ჰქონია,ისიც დედას გაუზრდია და ვინ იცის, ვინ გაახსენდა , როცა პატარა ფეხსაცმელებს გულში იხუტებდა. აი, რა არის სიყვარული, გრძნობამ რკინის გადნობა შეძლო.
          ომის დასრულების შემდგომ ბიძები უვნებელნი დაუბრუნდნენ თავიანთ კერას, სადაც პატარა გოგონა ელოდებოდათ. ღმერთს ნუ გაეწიროს ისე ნურც ერთი ერი და ქვეყანა, რომ კარგი მამულიშვილებით არ ეამაყოთ, სადაც, თუნდაც ამ ოფიცრის მსგავსი ადამიანები ცხოვრობენ. რა ღვთის წყრომაა, ვის, ვის უჩნდება სურვილი, გააჩაღოს დამანგრეველი, ადამიანთა სიცოცხლის ხელმყოფი ომი. მე მწამს, რომ სიმართლე იზეიმებს.
      განვლო დრომ, ცხოვრება ჩვეული რიტმით გაგრძელდა. მე აღარა ვარ ის პატარა გოგონა, გავიზარდე, ბევრი წვალება გამოვიარე და ბევრიც გასავლელი მაქვს. გავიზარდე ჩემი სამშობლოს წიაღში, რომელსაც გული ამოცლილი აქვს, ამოცლილი აქვს ის ადგილი რომელიც სიზმარშიაც არ მინახავს, თუმცა ეს მცირე მოვლენა მაკავშირებს საქართველოსა და ქართველი ხალხის  საყოველთაო ტკივილთან.მინდა ვნახო ჩემი აფხაზეთი, ერთი წამით მაინც გადავავლო მადლიანი თვალი, დავტკბე მისი სილამაზითა და მშობლიური მიწის სურნელით. მზად ვარ, ვიარო ბრძოლის ქარცეცხლში ისე, როგორც მრავალმა ქართველმა იარა. მზად ვარ ვიარო ეკლიან გზაზე მანამ, სანამ არ წავიკითხავ ბნელ წიაღში დაწერილ საქართველოს ბედს.

Wednesday, May 14, 2014

სოციალური მედიის სტრატეგია კომპანია ადადასთვის



ვებ-მარკეტინგი

ჩემი ვებსაიტის ბრიფი კომპანია ადადასთვის შევქმენი ამიტომ სოციალური მედიის სტრატეგიასაც ადადასთვის გავაკეთებ. 
როდესაც მსურს კომპანიის შექმნა უპირველესად უნდა გავითვალისწინო ჩემი მომდევნო ნაბიჯები ბაზარზე, უნდა გავითვალისწინო ბაზრის მოთამაშეების პასუხი. მაქსიმალურად უნდა ვეცადო ბრენდის პოზიციონირება მოვახდინო მომხმარებლების გონებაში. უპირველესად ვიქნები ხარისხზე ორიენტირებული, მომხმარებლის გემოვნების გათვალისწინებით შექმნილ პროდუქციას შევთავაზებ საზოგადოებას, გავითვალისწინებ მოდის ტენდენციებს, სტილს ფერს. უპირველესად ვეცდები ბრენდის ჩამოყალიბებას, შემდეგ კი მუდმივად სამუშაო რეჟიმში შევთავაზებ მომხმარებელს აქციებს, როგორიცაა ფასდაკლებები, ერთის ფასად ორი ნივთის შეძენა, ვიმუშავებ ინდივიდუალურ შეკვეთებზე კონკრეტული მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, გავითვალისწინებ მომხმარებლების შესაძლებლობას ფინანსების კუთხით. ვიქნები ღირსეული კონკურენტი, რადგან შევქმნი კომპანიას, რომლისთვისაც პრიორიტეტი იქნება კმაყოფილი მომხმარებელი. დავხვეწავ მომსახურების სფეროს. ჩემი ბიზნსის წარმატება გამოვა მომხმარებლის გონებიდან, მათი მესიჯებიდან, მათი მოწონებიდან თუ არმოწონებიდან, სრულიად მომხმარებლის მოთხოვნაზე მორგებულ პროდუქტს შევქმნი და მეც შევთავაზებ ახალ, დახვეწილ ელემენტებს. უმეტესად ჩემს ფინანსებს დავხარჯავ არა რეკლამებში, არამედ მაღაზიების გახსნასა და სოციალურ აქციებში.
ვებ-მარკეტინგი
მიზნები
სოციალური მედიის საჭიროების განსაზღვრა
  •  სოციალური მედია ნამდვილად მნიშვნელოვანია მიზნობრივი აუდიტორიის გასაზრდელად, მითუმეტეს დღევანდელ პირობებში, რადგან საზოგადოების უდიდესი ნაწილი სარგებლობს ინტერნეტით და შესაბამისად დიდი შანსია რაიმე კომპანიის რეკლამა მიმზიდველი იყოს მათთვის, ამ ფაქტს კი კომპანიისთვის შესაბამისად დადებითი შედეგი მოაქვს. 
  • გაიცნოს კომპანია მომხმარებელმა უკეთ, იმის გამო რომ კომპანიას არ აქვს ფინანსური რესურსები სხვა უკეთესი აქტივობების განსახორციელებლად ამიტომ სოციალური მედია ნამდვილად დაეხმარება საზოგადოებას ბრენდის გასაცნობად. 
  • მიიღოს საზოგადოებამ ინფორმაცია კომპანიის პროდუქტების შესახებ, დადებითი და უარყოფითი მხარეების ჩათვლით, მომხმარებელს საშუალება ეძლევა გააკეთოს სწორი არჩევანი ინფორმაციის გაანალიზების შემდეგ. ასევე მიგითითოს შენს კომპანიაში არსებულ ჩავარდნებზე და შესაბამისად მოგცეს საშუალება გამოასწორო შეცდომები. 
  • მოვახდინო მომხმარებლის მოზიდვა აქციების საშუალებით, თუკი კომპანია შესთავაზებს საზოგადოებას გარკვეული ტიპის აქციებს პროდუქტებზე, სამაგიეროდ არ დაწევს ხარისხს, ვფიქრობ იგი მოიზიდავს მომხმარებელს და ხარისხისა და ფასისმიერი შედარებით მოახერხებს მომხმარებლის შენარჩუნებას. 
  • მოვახდინო ბრენდის პოზიციონირება, სოციალური მედიის დახარებით და სწორი პიარით მოხდება მომხმარებლის გონებაში ბრენდის პოზიციონირება. 
მიზნობრივი აუდიტორია
  • იქედან გამომდინარე რომ კომპანია ძირითადად მუშაობს თინეიჯერების ბავშვებისა და დაახლოებით 30 წლამდე ასაკის მომხმარებლების გემოვნების გათვალისწინებით, ანუ ახალგაზრდული ბრენდია, შესაბამისად მიზნობრივი აუდიტორიის ძირითადი წარმომადგენლებიც ეს მომხმარებლები გახლავთ. თუმცა საზოგადოებრივი ჩაცმულობიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ ასაკი სრულიად შეუზღუდავია. 
მარკეტინგული მესიჯი
  • ჩვენ ვითვალისწინებთ თქვენს შემოსავალს და გთავაზობთ მოდურ პროდუქციას თქვენი სილამაზისთვის 
  • ჩვენ ვითვალისწინებთ თქვენს გემოვნებას და ვქმნით  პროდუქტებს თქვენი გემოვნების გათვალისწინებით 
  • ჩვენ გთავაზობთ მოდურ და დახვეწილ სტილს ახალგაზრდული სილამაზის გამომხატველად. 
  • ჩვენ გვინდა   გვყავდეს კმაყოფილი მომხმარებლი და ვართ ხარისხის გარანტი.
კონტენტი

სიხშირე
დღეში მექნება დაახლოებით 10-15 პოსტი, პოსტი იქნება სასიამოვნო მომხმარებლისთვის, უმეტესწილად ვისაუბრებ მოდაზე, სიახლეებსა და აქციებზე. გამოვიყენებ სასიამოვნო მუსიკასა და ვიდეოებს, ფოტოებს. 
პლატფორმები
გამოვიყენებ facebook-ს, ბლოგს, twitters. 
facebook და თვითერი უმეტესწილად თინეიჯერებისა და ზრდასრული ადამიანებისთვის. რადგან ფეისბუქი ამ ეპოქაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.  ბლოგი- უმეტესწილად ყველა ტიპის მომხმარებლისთვის.
რესურსები
სოციალური ქსელების მაკონტროლებლად, ახალი ინფორმაციების გასავრცელებლად დამჭირდება 2 თანამშრომელი, ხარჯი იქნება მათი ყოველთვიური ანაზღაურება. 
ანალიტიკა
შედეგი მიიღება მაშინ როდესაც გაიზრდება მომხმარებლების რაოდენობა, გაყიდვები  გაიზრდება 20-25 % ით და შესაბამისად გაიზრდება  შემოსავალი. როდესაც საზოგადოებისთვის ნაცნობი და მისაღები იქნება ჩემი პროდუქცია. ასევე საუკეთესო საშუალებაა სოციალური მედიის მხრიდან უკუკავშირი ანუ როდესაც მომხმარებელი გიკავშირდება რაიმე დადებითი ან უარყოფითი მესიჯით, შენ შეგიძლია უარყოფითი მესიჯის ავტორი შემოირიგო და სხვა კუთხით აჩვენო კომპანია, ხოლო დადებითი მესიჯის ავტორს თბილი მადლობა უთხრა და დააინტერესო კომპანიის შემდგომი აქტივობებით. 

Monday, May 5, 2014

ჩემს შესახებ


ვინ ვარ მე



მე ვარ თეონა ნებიერიძე, 21 წლის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირებისა და საქართველოსმცოდნეობის სტუდენტი. ვარ ძალზედ დაკავებული ადამიანი, რადგან ვმუშაობს აღსრულების ეროვნულ ბიუროში,  პარალელურად ვარ უნივერსიტეტის სტიპენდიანტი, ასე რომ მიუხედავად დაძაბული სამუშაო გრაფიკისა, ძალიან მომწონს ჩემი ცხოვრების წესი.

ჩემი ოჯახი
  • დედა: მარიამ ბერიძე
  • მამა: დემეტრე ნებიერიძე
  • ძმები: თაზო და ლუკა ნებიერიძეები.
ჩემი ჰობი

ვარ ყოფილი მოცეკვავე ამიტომ ძალიან მიყვარს ცეკვა და ზოგადად ხელოვნება. მიყვარს ქარგვა, ეს არის ჩემთვის დასვენების საშუალება.


 ჩემი მიზანი

მსურს ვიყო პროფესიონალი ჩემს საქმეში და მომავალში მქონდეს ჩემი ბიზნესი, რაც შეეხება სავარაუდო შედეგს მინდა მქონდეს მოწყალების სახლი და ზოგადად მინდა ვიყო ქველმოქმედი.





ვებ-მარკეტინგის შესახებ 

აც შეეხება კონკრეტულ თემას ვებ-მარკეტინგი შესახებ. მარკეტინგი ზოგადად არის მომხმარებელთან მომგებიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება და შენარჩუნება. სწორედ ამ ურთიერთობის ჩამოყალიბება შეგვიძლია ინტერნეტის საშუალებით. ვებ გვერდზე შეგვიძლია რეკლამა გავუკეთოთ კონკრეტულ პროდუქტს და შემდეგ მოვახდინოთ რეალიზაცია. პირადად დაკავებული ვარ ამ საქმით. კონკრეტულად ჩემი ხელნაკეთი ნივთების რეალიზაცია მიმდინარეობს ვების დახმარებით. ჩემი აზრით. ეს არის წარმატების განმაპირობებელი საშუალება. ვებ გვერდის დახმარებით ხდება არამარტო ნივთების გაპიარება და რეალიზაცია, არამედ ამ სფეროთი ადამიანების დაინტერესება და პოპულარობის მოპოვება. ჩემი აზრით, ყოველივე ამ აქტივობების შესრულებაში გვეხმარება ვებ-მარკეტინგი.

Saturday, April 19, 2014

ბლოგის ანალიზი

ჩემი ბლოგი ახალია შექმნილია, არ ვიცი გუგლი რამდენად დაინტერესდება, მაგრამ ვეცდები მაქსიმალურად ყველაფერი ისე გავაკეთო როგორც საჭიროა და ვიზიტორების ყურადღება მივიპყრო, უამრავი შეცდომა დავუშვი მუშაობის პროცესში გარკვეული მიზეზების გამო. ვეცადე ნაწილობრივ  მაინც გამესწორებინა ჩემი შეცდომები, მაგალითად:ლინკი არასწორად ჩავსვი, არასწორად დავასათაურე, კიდევ ბევრ რამეში მჭირდება დახმარება და მარიამი დამეხმარება იმედია და გამარკვევს საკითხებში, რომლებშიც დამოუკიდებლად ვერ გავერკვიე.   იმისათვის  რომ ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდოს და დაინტერესდნენ ნებისმიერი ბლოგით, რა თქმა უნდა, ბლოგი უნდა იყოს საინტერესო და ახალი ინფორმაციის შემცველი,  ვეცდები ისეთი ტერმინები შევარჩიო რომლებსაც ადვილად აღიქვამს გუგლი, თუმცა ვიცი რომ ჩემი ბლოგის კონტენტზე წვდომისთვის გარკვეული დროა საჭირო და ასევე ჩემი ეფექტური მუშაობა

კომპანია "ადადა-ს" ბრიფი

"კომპანია ადადა"






ვებ-საიტის მიზანი  












მომხმარებლისთვის  ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის მიწოდება კომპანიის საქმიანობის შესახებ, მიზნობრივი აუდიტორიის დაინტერესება პროდუქტების გაცნობა, ბრენდის პოპულარიზაცია.

მიზნობრივ აუდიტორიას წარმოადგენს ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის მქონე ადამიანები, რომლებსაც აქვთ საკუთარი სტილი და ჩამოყალიბებული გემოვნება

აუცილებელი გვერდების სია

  • მთავარი გვერდი
  • ჩვენს შესახებ
  • პროდუქტები
  • მაღაზიების მისამართები
  • სიახლეები 
  • კონტაქტი

  ფუნქციები

მომხმარებლებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება
რეალიზაციის ხელშეწყობა

დომენი

adada.Clothes.ge

ვებ-საიტის სტრუქტურა


თითოეული გვერდის განლაგების მონახაზი

  • მთავარი გვერდი_ გვერდი, რომელიც მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას კომპანიის საქმიანობის შესახებ, ამ გვერდის საშუალებით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მიიღოს კონკრეტულ კითხვებზე პასუხი, ასევე გაეცნოს სიახლეებსა და აქციებს.
  • მთავარი გვერდი იქნება თეთრსა და ლურჯ ფერებში, კომპანიის დევიზი გახლავთ "იყავი მოდური" ამიტომ მთავარ გვერდზე ყოველთვის რეკლამა გაუკეთდება ყველაზე დახვეწილ მოდელს ახალი კოლექციიდან. 
  • გვერდების განლაგება იქნება ჰორიზონტალურად, მათი ლინკები ასევე. მაგალითად
მთავარი გვერდი - ჩვენს შესახებ - პროდუქტები ( შიდა გვერდები: კლასიკური ტანსაცმელი ქალის, კლასიკური ტანსაცმელი მამაკაცის, სპორტული ტანსაცმელი ქალის, სპორტული ტანსაცმელი მამაკაცის,  აქსესუარები ქალბატონებისთვის, აქსესუარები მამაკაცებისთვის) სიახლეები ( ახალი კოლექცია, აქციები, სეილები) კონტაქტები. 

ჩვენს შესახებ 

ამ გვერდის საშუალებით მომხმარებელი გაეცნობა ინფორმაციას კომპანიისა და მმართველი გუნდის შესახებ, მმართველების სახელებს, გვარებს და მათ მიერ დაკავებულ პოზიციებს, ასევე კომპანიის მისიას, მიზანსა და ისტორიას.

პროდუქტები
ამ გვერდზე იქნება პროდუქტები, რომლებიც წარმოდგენილი აქვს კომპანიას ბაზარზე. ეს გახლავთ მიზნობრივი აუდიტორიისთვის შეთავაზებული პროდუქტები: 
კლასიკური ტანსაცმელი ქალის, კლასიკური ტანსაცმელი მამაკაცის, სპორტული ტანსაცმელი ქალის, სპორტული ტანსაცმელი მამაკაცის,  აქსესუარები ქალბატონებისთვის, აქსესუარები მამაკაცებისთვის. ეს 4 მთავარი განყოფილება ექნება გვერდს და ყოველივე ეს წარმოდგენილი იქნება შიდა გვერდების სახით და თითოეულ განყოფილებას ექნება  კიდევ თავისი შიდა გვერდი, რომლებზეც ჩამოთვლილია მაგალითად: ქალის კლასიკური ტანსაცმელი: >>>>>>(  იუბკა, მაისური, შარვალი, პიჯაკი,  მთლიანი კაბები, შარფები და ასე შემდეგ)


მაღაზიების მისამართები

ამ გვერდის საშუალებით მომხმარებელ შეუძლია მიიღოს ინფორმაცია მაღაზიების ადგილმდებარეობის შესახებ, საკონტაქტო ტელეფონის, იმეილისა თუ მაღაზიების ვიზუალის შესახებ 


სიახლეები

ეს გვერდი მომხმარებელს მუდმივად მიაწვდის ახალ ინფორმაციას კომპანიაში მომხდარი ცვლილებების შესახებ.  მაგალითად თუ კომპანია გადაწყვეტს ახალი მაღაზიის გახსნას, ახალი კოლექციის შემოტანას, რაიმე აქციისა თუ ფასდაკლების განხორციელებას. 

კონტაქტი

აღნიშნული გვერდის დახმარებით მომხმარებელს შეუძლია ეკონტაქტოს თითოეულ მაღაზიას ონლაინ რეჯიმში, გადაამოწმოს სასურველი პროდუქტის არსებობა ამა თუ იმ ფილიალში, ამისათვის მთავარ გვერდზე იარსებებს ავტორიზაციისთვის განკუთვნილი ველი რომელსაც გამოიყენებენ მომხმარებლები. 

ბიუჯეტი

შესრულების ვადად განისაზღვრება 40 დღე, გათვალისწინებული ხარჯი 700 ლარი.

Sunday, April 6, 2014

ვინ ვარ მე


მე ვარ თეონა ნებიერიძე, 21 წლის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირებისა და საქართველოსმცოდნეობის სტუდენტი. ვარ ძალზედ დაკავებული ადამიანი, რადგან ვმუშაობს აღსრულების ეროვნულ ბიუროში, ასევე საინფორმაციო ცენტრ ელიტაში, პარალელურად ვარ უნივერსიტეტის სტიპენდიანტი, ასე რომ მიუხედავად დაძაბული სამუშაო გრაფიკისა, ძალიან მომწონს ჩემი ცხოვრების წესი. რაც შეეხება ჩემს ინტერესებს, ვარ ხელოვანი ადამიანი, გატაცებული ვარ ქარგვით და ვაკეთებ ხელნაკეთ ჯვრებს. ვარ ყოფილი მოცეკვავე, მოკლედ ჩემი ცხოვრების საუკეთესო ეტაპი ეს არის, ასევე ეს არის ჩემთვის დაძაბული დღის შემდეგ  დასვენების საუკეთესო საშუალება. რაც შეეხება კონკრეტულ თემას ვებ-მარკეტინგი შესახებ. მარკეტინგი ზოგადად არის მომხმარებელთან მომგებიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება და შენარჩუნება. სწორედ ამ ურთიერთობის ჩამოყალიბება შეგვიძლია ინტერნეტის საშუალებით. ვებ გვერდზე შეგვიძლია რეკლამა გავუკეთოთ კონკრეტულ პროდუქტს და შემდეგ მოვახდინოთ რეალიზაცია. პირადად დაკავებული ვარ ამ საქმით. კონკრეტულად ჩემი ხელნაკეთი ნივთების რეალიზაცია მიმდინარეობს ვების დახმარებით. ჩემი აზრით. ეს არის წარმატების განმაპირობებელი საშუალება. ვებ გვერდის დახმარებით ხდება არამარტო ნივთების გაპიარება და რეალიზაცია, არამედ ამ სფეროთი ადამიანების დაინტერესება და პოპულარობის მოპოვება. ჩემი აზრით, ყოველივე ამ აქტივობები

ს შესრულებაში გვეხმარება ვებ-მარკეტინგი.

Thursday, March 27, 2014

არაეფექტური ონლაინ რეკლამები




ჩემთვის უგემოვნოდ შექმნილია ეს რეკლამა თუ რატომ ქვემოთ განვმარტავ.

  •  არ არის მითითებული თუ რომელი კომპანია უზრუნველყოფს მგზავრობას.
  • ეს რეკლამა ვერ მაწვდის ინფორმაციას, მე როგორც მომხმარებელს, კონკრეტული შემოთავაზების შესახებ
  • არ მოიაზრება რაიმე აქცია ან სხვა აქტივობა, რომელიც მომხმარებელს დააინტერესებს
  • არ არის გაწერილი ხარჯები სხვადასხვა მიმართულებებზე, იმისათვის რომ მომხმარებელი დაფიქრდეს უღირს თუ არა იყიდოს ბილეთი



აღნიშნული რეკლამის ფარგლებში ვერ ვხედავ კომპანიის კონკრეტულ დასახელებას, რათა მივიღო გადაწყვეტილება ვენდობი თუ არა მათ მიერ შემოთავაზებულ მომსახურებას, ამიტომ ეს რეკლამა ჩემთვის მშრალი ინფორმაციის მომწოდებელია და არა ინტერესის გამომწვევი.



 ასევე არაფრის მთქმელია ჩემთვის პროკრედიტ ბანკის ეს რეკლამა, რადგან მე მაინტერესებს რას ვენდო, რატომ უნდა ვითანამშრომლო ამ ბანკთან, რა დადებითი და უარყოფითი შედეგების მიღება მომიწევს. ამ შემთხვევაში კი მიმითითებს სტაბილურ ქვეყანაზე, მაგრამ მე მაინც ჩემი რეალობა მაინტერესებს და ამ რეალობის გათვალისწინებით რისი შემოთავაზება შეუძლია ბანკს

Monday, March 24, 2014

ქარგვა_ ჰობი

ამ ლინკის საშუალებით გავეცნობით ინფორმაციას ქარგვის შესახებ, კონკრეტულად მისი ერთერთი სახის ჯვარედინი ქარგვის ირგვლივ, აღნიშნულია დადებითი მხარეები,დაინტერესების შემთხვევაში გადადით ლინკზე და გაეცანით სტატიას.
http://goldenstitch.ge/index.php?article=ticle1.ვებ-მარკეტინგი



ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ იმ რესურსების და მასალის არჩევა რომლებიც საჭიროა ქარგვის დასაწყებად.


მე მინდა წარმოგიდგინოთ ვებ-გვერდის მისამართი, სადაც შეიძენთ საჭირო მასალას ქარგვის დასაწყებად, ასევე გაეცნობით თუ რისი შექმნა შეგიძლიათ.