Saturday, April 19, 2014
კომპანია "ადადა-ს" ბრიფი
"კომპანია ადადა"
ვებ-საიტის მიზანი |
მომხმარებლისთვის ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის მიწოდება კომპანიის საქმიანობის შესახებ, მიზნობრივი აუდიტორიის დაინტერესება პროდუქტების გაცნობა, ბრენდის პოპულარიზაცია.
მიზნობრივ
აუდიტორიას
წარმოადგენს ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის მქონე ადამიანები, რომლებსაც აქვთ საკუთარი სტილი და ჩამოყალიბებული გემოვნება.
აუცილებელი გვერდების სია
- მთავარი გვერდი
- ჩვენს შესახებ
- პროდუქტები
- მაღაზიების მისამართები
- სიახლეები
- კონტაქტი
ფუნქციები
მომხმარებლებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება
რეალიზაციის ხელშეწყობა
დომენი
adada.Clothes.ge
ვებ-საიტის სტრუქტურა
თითოეული გვერდის განლაგების მონახაზი
- მთავარი გვერდი_ გვერდი, რომელიც მომხმარებელს აწვდის
ინფორმაციას კომპანიის საქმიანობის შესახებ, ამ გვერდის საშუალებით
მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მიიღოს კონკრეტულ კითხვებზე პასუხი, ასევე
გაეცნოს სიახლეებსა და აქციებს.
- მთავარი გვერდი იქნება თეთრსა და ლურჯ ფერებში, კომპანიის
დევიზი გახლავთ "იყავი მოდური" ამიტომ მთავარ გვერდზე ყოველთვის
რეკლამა გაუკეთდება ყველაზე დახვეწილ მოდელს ახალი კოლექციიდან.
- გვერდების განლაგება იქნება ჰორიზონტალურად, მათი ლინკები
ასევე. მაგალითად
მთავარი
გვერდი - ჩვენს შესახებ - პროდუქტები ( შიდა გვერდები: კლასიკური ტანსაცმელი
ქალის, კლასიკური ტანსაცმელი მამაკაცის, სპორტული ტანსაცმელი ქალის, სპორტული
ტანსაცმელი მამაკაცის, აქსესუარები ქალბატონებისთვის, აქსესუარები
მამაკაცებისთვის) სიახლეები ( ახალი კოლექცია, აქციები, სეილები)
კონტაქტები.
ჩვენს შესახებ
ამ
გვერდის საშუალებით მომხმარებელი გაეცნობა ინფორმაციას კომპანიისა და მმართველი
გუნდის შესახებ, მმართველების სახელებს, გვარებს და მათ მიერ დაკავებულ პოზიციებს,
ასევე კომპანიის მისიას, მიზანსა და ისტორიას.
პროდუქტები
ამ გვერდზე იქნება პროდუქტები, რომლებიც
წარმოდგენილი აქვს კომპანიას ბაზარზე. ეს გახლავთ მიზნობრივი აუდიტორიისთვის
შეთავაზებული პროდუქტები:
კლასიკური
ტანსაცმელი ქალის, კლასიკური ტანსაცმელი მამაკაცის, სპორტული ტანსაცმელი ქალის,
სპორტული ტანსაცმელი მამაკაცის, აქსესუარები ქალბატონებისთვის, აქსესუარები
მამაკაცებისთვის. ეს 4 მთავარი განყოფილება ექნება გვერდს და ყოველივე ეს
წარმოდგენილი იქნება შიდა გვერდების სახით და თითოეულ განყოფილებას ექნება
კიდევ თავისი შიდა გვერდი, რომლებზეც ჩამოთვლილია მაგალითად: ქალის კლასიკური
ტანსაცმელი: >>>>>>( იუბკა, მაისური, შარვალი, პიჯაკი,
მთლიანი კაბები, შარფები და ასე შემდეგ)
მაღაზიების მისამართები
ამ გვერდის საშუალებით მომხმარებელ შეუძლია მიიღოს ინფორმაცია მაღაზიების ადგილმდებარეობის შესახებ, საკონტაქტო ტელეფონის, იმეილისა თუ მაღაზიების ვიზუალის შესახებ
სიახლეები
ეს გვერდი მომხმარებელს მუდმივად მიაწვდის ახალ ინფორმაციას კომპანიაში მომხდარი ცვლილებების შესახებ. მაგალითად თუ კომპანია გადაწყვეტს ახალი მაღაზიის გახსნას, ახალი კოლექციის შემოტანას, რაიმე აქციისა თუ ფასდაკლების განხორციელებას.
კონტაქტი
აღნიშნული გვერდის დახმარებით მომხმარებელს შეუძლია ეკონტაქტოს თითოეულ მაღაზიას ონლაინ რეჯიმში, გადაამოწმოს სასურველი პროდუქტის არსებობა ამა თუ იმ ფილიალში, ამისათვის მთავარ გვერდზე იარსებებს ავტორიზაციისთვის განკუთვნილი ველი რომელსაც გამოიყენებენ მომხმარებლები.
ბიუჯეტი
შესრულების ვადად განისაზღვრება 40 დღე, გათვალისწინებული ხარჯი 700 ლარი.
Sunday, April 6, 2014
ვინ ვარ მე
ს შესრულებაში გვეხმარება ვებ-მარკეტინგი.
Subscribe to:
Posts (Atom)