
ჩემთვის უგემოვნოდ შექმნილია ეს რეკლამა თუ რატომ ქვემოთ განვმარტავ.
- არ არის მითითებული თუ რომელი კომპანია უზრუნველყოფს მგზავრობას.
- ეს რეკლამა ვერ მაწვდის ინფორმაციას, მე როგორც მომხმარებელს, კონკრეტული შემოთავაზების შესახებ
- არ მოიაზრება რაიმე აქცია ან სხვა აქტივობა, რომელიც მომხმარებელს დააინტერესებს
- არ არის გაწერილი ხარჯები სხვადასხვა მიმართულებებზე, იმისათვის რომ მომხმარებელი დაფიქრდეს უღირს თუ არა იყიდოს ბილეთი

აღნიშნული რეკლამის ფარგლებში ვერ ვხედავ კომპანიის კონკრეტულ დასახელებას, რათა მივიღო გადაწყვეტილება ვენდობი თუ არა მათ მიერ შემოთავაზებულ მომსახურებას, ამიტომ ეს რეკლამა ჩემთვის მშრალი ინფორმაციის მომწოდებელია და არა ინტერესის გამომწვევი.

ასევე არაფრის მთქმელია ჩემთვის პროკრედიტ ბანკის ეს რეკლამა, რადგან მე მაინტერესებს რას ვენდო, რატომ უნდა ვითანამშრომლო ამ ბანკთან, რა დადებითი და უარყოფითი შედეგების მიღება მომიწევს. ამ შემთხვევაში კი მიმითითებს სტაბილურ ქვეყანაზე, მაგრამ მე მაინც ჩემი რეალობა მაინტერესებს და ამ რეალობის გათვალისწინებით რისი შემოთავაზება შეუძლია ბანკს